მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ინფორმაციით, ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებს ბრალი ედებათ „მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების ბრძანების დარღვევის“ მუხლით და მათ მიმართ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო. მინსკის აღმასრულებელ კომიტეტში აცხადებენ, რომ ზოგ ადგილას აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას შეეცადნენ, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
ბელარუსის ათეულობით მოქალაქე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის უკვე გაასამართლეს. ბელარუსში მოსახლეობამ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულად ალესანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.