ჩინეთი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზას ააშენებს

ტაჯიკეთის პარლამენტმა ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის დაფინანსებით ახალი სამხედრო ბაზა აშენდება.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ბაზა მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში განთავსდება.

ავღანეთის საზღვართან ბაზის განთავსების მიზანს ტაჯიკეთი მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებითა და დროული რეაგირებით ხსნის.

ახალი ბაზის კონტროლს მთლიანად ჩინეთი უზრუნველყოფს. სანაცვლოდ, ტაჯიკეთი ჩინეთისგან სამხედრო დახმარებას ელის.