ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი დააფიქსირა. ივანიშვილი მთაწმინდაზე, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.

მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.