ქართველმა ფორვარდმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა

ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მან „სეტონ ჰოლი“ გამარჯვების გზაზე დააბრუნა და „პენ სტეიტი“ ანგარიშით, 98:92 დაამარცხა. შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.

ქართველმა ფორვარდმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში კარიერის რეკორდი დაამყარა – 30 ქულა ჩააგდო. სანდროს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 10-დან 8 საჯარიმო, 5 მოხსნა, 4 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება.

კოლეჯების ლიგაში „სეტონ ჰოლს“ ხუთი მატჩიდან ორი აქვს მოგებული. უახლოესი შეხვედრა 9 დეკემბერს „ვაგნერ სიჰოუქსთან“ ელის.