ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდეს

"სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში, რაღაც ემოციები აღძრას", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი იმიტირებულად შიმშილობს.

„რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, გვაქვს ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში, რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს“, - განაცხადა კობახიძემ.