"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შემდეგ განაცხადა.
ზურაბიშვილმა ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.
„მე მგონი, საჭიროა, თქვენც და ჩვენც, ყველამ ერთად ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე, სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, დასრულდება, თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.