პრემიერ-მინისტრი: მიხეილ სააკაშვილმა განცხადებიდან 1 საათში გააგრძელა მკურნალობა, მიიღო ვიტამინები და დანამატები

"მიხეილ სააკაშვილმა განცხადებიდან 1 საათში გააგრძელა მკურნალობა, მიიღო ვიტამინები და დანამატები. მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა.

“პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას სრული კომფორტი აქვს შექმნილი ციხეში და რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მას 24-საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების და სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი არ და ვსაუბრობთ საჯაროდ. სააკაშვილმა განცხადებიდან 1 საათში გააგრძელა მკურნალობა, მიიღო ვიტამინები და დანამატები. მინდა მივმართო მის მხარდამჭერებს, სააკაშვილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.