კახა კალაძე: შემოვხაზე #41, მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას

თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“კახა კალაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აცხადებს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა ქალაქში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, #41, რათა დედაქალაქში დაწყებული აღმშენებლობა გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას.

უნდა გაგრძელდეს რეფორმები. მინდა მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, იაქტიურონ. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ იმ კარგი საქმეების დასრულება, რომელიც ერთად დავიწყეთ. გამარჯვების ძალიან დიდი იმედი მაქვს. კარგად ხედავთ მეორე მხარეს რა დგას და რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.