პრემიერი უკრაინელ ჟურნალისტს: გირჩევთ, სწორი კითხვების დასმაში ივარჯიშოთ

"გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც სააკაშვილის სიცოცხლის ფატალურად დასრულებას ეხებოდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არ არის.

„პირველ რიგში, გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში მეტი ივარჯიშოთ. მეორე, პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო არის ყველა პატიმრის დახმარებაზე პასუხისმგებელი და სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული და არ იქნება პრივილეგირებული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და მას პატივი უნდა სცეს ყველა ჩვენგანმა, ყველა ადამიანმა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.