რუსულმა „გაზპრომმა“ და მოლდოვის მთავრობამ განაცხადეს, რომ მათ ხელი მოაწერეს ახალ ხუთწლიან კონტრაქტს რუსული გაზის მიწოდებაზე. იუწყება Reuters-ი.
მოლაპარაკებები დასრულდა მას შემდეგ, რაც წინა კონტრაქტს ვადა ამოეწურა სექტემბრის ბოლოს და ევროკავშირმა რუსეთი ამ თემის როგორც ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ერთ-ერთი მთავარი სახკითხი იყო მოლდოვის ვალი წინა გაზის მიწოდებისთვის, რომელიც რუსეთმა დაახლოებით 709 მილიონ დოლარად შეაფასა.
„მოლდოვის მთავრობა და გაზპრომი შეთანხმდნენ ვალის აუდიტზე და გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე“, - ნათქვამია მოლდოვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში Facebook-ის გვერდზე.
„გაზპრომმა“ და „მოლდოვაგაზმა“ გაახანგრძლივეს ხელშეკრულება რუსული გაზის მიწოდებაზე ხუთი წლით, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან ორმხრივად, მომგებიანი პირობებით. ახალი კონტრაქტის ფასის ფორმულა მოლდოვურმა მხარემ შემოგვთავაზა“, - აღნიშნულია გაზპრომის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოლდოვამ ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც პოლონეთიდან ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ტენდერით შეისყიდა.
„განხორციელდა საცდელი შესყიდვა ალტერნატიული წყაროებიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესამოწმებლად და ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაში დაბალი წნევის დასაბალანსებლად“, - ნათქვამი იყო მთავრობის განცხადებაში.
მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო და რუსულ „გაზპრომთან“ ახალი ენერგეტიკული გარიგების არარსებობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.
ქვეყნის პრემიერი აცხადებდა, რომ მოლდოვა ცდილობს, დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან, ვიდრე შეძლებენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მისაღებ ფასზე.
„ჩვენ გვსურს, ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას მოლდოვის მოსახლეობისთვის კარგი პირობებით“, - განაცხადა სპინუმ.
კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.