"ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი. რა თქმა უნდა, მე არც ერთს ხმას არ მივცემ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა.
გახარიას თქმით, ეს არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო.
"სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც თავისუფალი არ იყო, არც სამართლიანი იყო. ეს იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ, ჩვენ ყველა თუ არ დავფიქრდით პირველ რიგში, ფულის როლზე, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს", - განაცხადა გახარიამ.