„ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეუძლია, შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და, რომ საქართველოს დასავლურ გზას სწორედ ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, როდესაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის დაცვაში სასიცოცხლო როლს თამაშობს. დღეს ელჩი დეგნანი არჩევნების სადამკვირვებლო ძალისხმევაზე სასაუბროდ ISFED-ისა და PMMG-ის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან პირველ ტურში განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შეუძლია, შეერთებული შტატების, როგორც პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და, რომ საქართველოს დასავლურ გზას სწორედ ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.