გიორგი მარგველაშვილი: ხმა მივეცი თბილისში კორუფციის დასრულებას

"ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს, თბილისში კორუფციის დასრულებას", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხმა თბილისში ძარცვისა და კორუფციის დასრულებას მისცა.

„მე მივეცი ხმა ჩემს უბნელს. მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.