15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა, რაც 664 573 ამომრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ამომრჩევლის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება და 45,4%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა კი მცხეთა-მთიანეთშია 26,9%.
თბილისში ამომრჩევლის აქტივობა 30,8%-ს შეადგენს, რაც ჯამში 308 856 ამომრჩეველია.