პატრიარქი: დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ

"დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანის დააფიქსირების შემდეგ განაცხადა.

ილია მეორემ გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა.

„დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, - განაცხადა ილია მეორემ.