სუს-ის უფროსი: საინტერესო პროცესები გველოდება

"წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები. სქემა რომ არ გაშიფრულიყო, შესაძლოა, დღეს საქართველოში უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის სქემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში საზოგადოებას საინტერესო ფაქტები და პროცესები ელოდება.

„ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ქვეყანაში არსეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია. წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება და რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.