დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.
ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ყოველკვირეულად ვაახლებთ ინფორმაციას გრიპთან დაკავშირებით. დღეს შემოვა ინფორმაციები და ვნახავთ. ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით, გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია, მივიდეს პოლიკლინიკებში და აიცრას. ჯერ კიდევ ამის დრო არის. ქცეყანაში არის საკმარისი რაოდენობით, დაახლოებით 60-65 ათასი დოზა გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლოთ იმ შემოთავაზებით, რაც წელს სახელმწიფომ გააკეთა. 235 ათასი დოზა წელს სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. ვთხოვეთ მასწავლებლებს, რომ ჩაერთონ, ასევე გავაფართოეთ და მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზემოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულებს, ორსულებისთვის მთელს სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, ყველა ორსული იყოს აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.