რატი ბრეგაძე: ყველა სცენარისთვის მზად ვართ

"მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელს შეგვიშლის. ყველა სცენარისთვის მზად ვართ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ მათ ხელი შეუშალონ.

„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ, თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.