ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას მოქალაქემ ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ხელი დაარტყა. აღნიშნული ფაქტის გამო, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მოქალაქემ ზურგის არეში ხელი დაარტყა. ფაქტს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.