„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ამისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, საჭიროა სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ რეაგირებისგან. ეს არის ძალიან მნიშველოვანი: პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანის საშუალება. ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო კომისიებს მისცენ მშვიდად მუშაობის საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე, მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ამომრჩეველს, მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ორ ოლქშიც „გამოირიცხება რისკები“ ოპოზიციის მოგების.
„არცერთ შემთხვევაში, ამ ორი საათის განმავლობაში წამგებიან მდგომარეობაში ჩვენს კანდიდატებს არ დავასახელებ. ორი მუნიციპალიტეტია ასეთი და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობა მართებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე:
კახა კალაძე მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ნიკა მელია აცხადებს, რომ კოალიციური გუნდი იგებს
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან