ორი ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი:

კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%;

ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42.8%

რუსთავი:

ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%;

დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%.

ქუთაისი:

იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%;

ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%.

ბათუმი:

არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%;

გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? - "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია "ანოვას" მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

თბილისი

ნიკა მელია - 51%, კახა კალაძე - 49%

ზუგდიდი

ანზორ მელია - 53%,

მამუკა წოწერია - 47%

ბათუმი

გიორგი კირთაძე - 51%

არჩილ ჩიქოვანი - 49%

რუსთავი

დავით კირკიტაძე - 53%

ნინო ლაცაბიძე - 47%

ქუთაისი

ხატია დეკანოიძე - 53%

იოსებ ხახალეიშვილი - 47%

ცნობისთვის, იმედის გამოკითხვაში ზუგდიდის მონაცემი არ არის ასახული.

ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს