რომში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ „დიდი ოცეულის“ სამიტი ერთიანობის შესახებ გზავნილით გახსნა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ჩვენი უთანხმოება“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ.

მარიო დრაგისთან ოფიციალური დახვედრის შემდეგ, დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები „საოჯახო ფოტოებისთვის“ შეიკრიბნენ.

ლიდერებმა ფოტო გადაიღეს წლის გმირებთან, ექთნებთან, ექიმებთან და მეხანძრეებთან ერთად, რომლებმაც წვლილი შეიტანეს პანდემიის წინააღმდეგ ბროლაში.

კლიმატის ცვლილება და Covid19 სამიტის დღის წესრიგშია.

G20 სამიტი წინ უსწრებს გლაზგოში, კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტს, რომელიც ორშაბათს იწყება.