კაცებს, რომლებსაც COVID-19 აქვთ გადატანილი, შესაძლოა ერექციული დისფუნქციის პრობლემა შეექმნათ.
ამის შესახებ ამერიკელმა ვირუსოლოგმა დენა გრეისონმა NBC Chicago-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს ერექციული დისფუნქციის საფრთხე, რომელიც ვირუსით იქნება გამოწვეული და შესაძლოა, ის ხანგრძლივად გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ვირუსოლოგმა.