ცესკოს პირველადი შედეგებით, კახა კალაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

თბილისში არსებული 769 უბნიდან ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია 78 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე ლიდერობს.

კერძოდ, 78 უბნის მონაცემებით, კახა კალაძეს 56,523 % აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას - 43,477%.