კახა კალაძე 55.61%, ნიკა მელია 44.39%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 768 (99.87%) უბნის მიხედვით.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო.

მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.