ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა ხმების 51.018% მიიღო და გაიმარჯვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ - 48.982% აიღო.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო.
მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.