ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი - 51,64 %, ხატია დეკანოიძეს 48,36% - დათვლილია ხმების 100%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი იმარჯვებს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 48,36 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 124 (100%) უბნის მიხედვით.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო.

მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.