ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა

ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვასკესი ფილტვის კიბოს დიაგნოზით დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ლაკალე პოუმ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადა. მისი თქმით, ვასკესი თავის ქვეყანას ემსახურებოდა და თავდაუზოგავად მუშაობდა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.

ტაბარე ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტის პოსტს ორჯერ, 2005-2010 და 2015-2020 წლებში იკავებდა.