ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების 100%-ია დათვლილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 48.36% ( 25 863 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, მამუკა წოწერიას - 51.63% (27 607 ხმა).
ზუგდიდში სულ 109 უბანი იყო.
30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო საჭირო.
მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთში დამოუკიდებელი კანდიდატი დაუპირისპირდნენ.