წალენჯიხის მერი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა

წალენჯიხის მერი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%.

გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.90%.

წალენჯიხა, ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

ამავე დროს, წალენჯიხის საკრებულოში ქართულმა ოცნებამ დაკარგა უმრავლესობა. კერძოდ: ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას - 18.96% ლელოს - 3.35%;

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

საქართველოს 15 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგები - ხმების 100%-ია დათვლილი