36 193 ტესტის შედეგად, ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 389 პაციენტი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 658 საიდანაც 6 468 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტია - 1 594, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 ინფიცირებული.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 719 247-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 660 518. საქართველოში კორონავირუსს უკვე 10 045 ადამიანი ემსხვერპლა. ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.68%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 41 097 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.