Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთშია ვაქცინირებული.
სრულად ვაქცინირებულია, ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 %, აშშ-ში კი მოსახლეობის 57,8 %, ჩინეთში - 76.3 %-ზე მეტი.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, მსოფლიოს მასშტაბით, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება, სხვადასხვა ვაქცინით.
ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის მხოლოდ 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.
ჩინეთში გამოყენებული Covid ვაქვინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.25 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 591 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 419 მილიონი.