არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი, (1978 წელს დაბადებული ზ.ბ.) წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა", - ამბობენ შსს-ში.

წინასწარი ცნობით, 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილგარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.