სირია ისრაელს დედაქალაქის დაბომბვაში ადანაშაულებს. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნების მიმართულებით ისრაელმა რაკეტები ისროლა.
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები გახდა.
მათი განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა.
ისრაელს სირიის ბრალდებაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა, სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერებას არ დაუშვებს.