მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია

დღეს, 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგით 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.

მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, თუმცა, როგორც ფორმულას იუსტიციის საბჭოში უთხრეს, თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

პაატა სილაგაძეს ხმა 257-მა მოსამართლემ მისცა, გიორგი გოგინაშვილს - 253-მა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი არჩეულ კანდიდატებს ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრად მიიჩენევენ, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.