"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა. ამის შესახებ მან რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ქუჩაში ხალხთან ერთად აგრძელებს ბრძოლას.
"ეს ხალხი არასდროს დაიჩოქებს, საქართველო იქნება თავისუფალი და თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლაში! მივიღე გადაწყვეტილება, ეს არის მანდატი, ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის" - განაცხადა ხაზარაძემ.
რუსთაველზე შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ