დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 11:00 საათზე სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

„გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას“, - განაცხადა 31 ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება ბათილ ბიულეტენებს, მისი თქმითმ, პროცენტული მაჩვენებელი დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ასეთი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.

ცესკოს მონაცემებით, 20 მუნიციპალიტეტსა და თემში ყველგან „ქართული ოცნება“ იგებს, გარდა წალენჯიხისა.

ამავე თემაზე:

სად რამდენი მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა ოპოზიციამ