მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადაცდა.

მსოფლიო მასშტაბით Covid-19-ით 247.464.037 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.415.153 აღწევს.

loomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთშია ვაქცინირებული.

სრულად ვაქცინირებულია, ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 %, აშშ-ში კი მოსახლეობის 57,8 %, ჩინეთში - 76.3 %-ზე მეტი.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, მსოფლიოს მასშტაბით, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება, სხვადასხვა ვაქცინით.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის მხოლოდ 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.