არჩევნები იაპონიაში: პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მმართველი LDP-ის გამარჯვება გამოაცხადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDP) გამარჯვება გამოაცხადა. კიშიდა ერთი თვის წინ გახდა პრემიერ-მინისტრი, მისმა პარტიამ ქვედა პალატაში 233-ზე მეტი ადგილი, უმრავლესობა მოიპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

LDP ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა იაპონიის პოლიტიკაში, მაგრამ გააკრიტიკეს პანდემიის მართვის გამო. კიშიდას წინამორბედის იოშიჰიდე სუგას გადადგომა მისი რეიტინგის მკვეთრ დაცემას მოჰყვა.

64 წლის ფუმიო კიშიდა 2012-დან 2017 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.