ტაილანდი ვაქცინირებული ტურისტებისთვის გაიხსნა

კოვიდშეზღუდვების დაწესებიდან 18 თვის შემდეგ, ტაილანდი ვაქცინირებული ტურისტებისთვის გაიხსნა. ტაილანდი მოგზაურებს 60 ქვეყნიდან მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს.

კერძოდ, ვაქცინირებულ ტურისტებს 60-ზე მეტი „დაბალი რისკის“ ქვეყნიდან უფლება აქვთ, შევიდნენ ქვეყანაში და თავიდან აიცილონ კარანტინი.

თუმცა, ქვეყნის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ემუქრება შეზღუდვები, რადგან მოსახლეობის მხოლოდ 42%-ია სრულად ვაქცინირებული.

ტაილანდი დღეში თითქმის 10,000 კოვიდინფექციას აღრიცხავს.