თეთრი სახლის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიცალურ წარმომადგენელ, ჯენ ფსაკის კორონავირუსი დაუდასტურდა. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბოლოს პრეზიდენტი სამშაბათს ნახა, თუმცა პირბადე ეკეთა. ბრიტანული სააგენტოს ცნობით, ჯო ბაიდენის კოვიდტესტის პასუხი უარყოფითია.

ჯენ ფსაკის თქმით, ის ვაქცინირებულია და მსუბუქი სიმპტომები აქვს.