პოლონეთის სასაფლაოებთან მობილური ვაქცინაციის პუნქტები მოაწყვეს, Johnson & Johnson-ით და Pfizer-ით ვაქცინაციაა შესაძლებელი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა ან ვინც გეგმავს მესამე დოზით ვაქცინაციას.
ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ცენტრი დღეიდან ამუშავდა და ის დილის 9 საათიდან 16:00 საათამდე იფუნქციონირებს. აქვე შესაძლებელია როგორც სწრაფი ტესტის, ასევე ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება.