დღეს Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზით აცრის ბოლო ვადაა

ოფიციალურად Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზით აცრის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ.

როგორც ცნობილია, ამ ვაქცინაზე მოთხოვნის შემცირების გამო, საქართველო მის ადმისტრირებას აღარ ახდენს.

„სამწუხაროდ, ვაჩერებთ Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება რეგისტრაცია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა Astrazeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, COVAX-ი თუ მოგვაწვდის Astrazeneca-ს", - განუცხადა ამირან გამყრელიძემ მედიას 5 სექტემბერს.