ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში, ხელისუფლებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა

ცესკო-ს წინასწარი მონაცმეების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ხელისუფლებამ ექვსი ქალაქის და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა.

ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.

"ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.

35 წევრიან ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიურ პარტიებს 19 წევრი, აქედან 15 დეპუტატი გართიანებულ ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, 3 გიორგი გახარიას პარტიას 1 კი, "ლელოს". აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.

მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ზუგდიდშიც. "ნაციონალურ მოძრაობას" 45 წევრიან ზუგიდის საკრებულოში 23 დეპუტატი ეყოლება. "ქართულ ოცნებას" 19 დეპუტატი. გიორგი გახარიას პარტიას 3 დეპუტატი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოში, პროპორციულ სიით 14 წევრს შეიყვანს, „ქართული ოცნება“ – 14 წევრს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 3 წევრს. ზუგდიდის საკრებულო 45 წევრისგან შედგება, მათგან 30 წევრი შევა პროპორციული სიით და 15 წევრი მაჟორიტარული სიით. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 15 სამაჟორიტარო ოლში 10 ოლქი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მოიგეს და 7 ოლქი „ქართული ოცნების“ წევრებმა. გაერთიანებული ოპოზიციას.

რაც შეეხება თბილისს, თბილიის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა. "ქართული ოცნება“ - 40.3% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%„გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%„ლელო“-3.63%„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%„ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%.

აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 29 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს „ნაციონალური მოძრაობა“, რვა მანდატს სხვა პარტიები.

27 წევრიან წალენჯიხის საკრებულოში მმართველ პარტიას მხოლოდ 10 დეპუტატი ეყოლება, 17 მანდატი ოპოზიციამ მოიპოვა. აქედან 11 მანდატი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო. გახარიას პარტიამ - 5, ხოლო "ლელომ" -1. .