ბოლო 24 საათში, მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში, მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა. სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 978 857 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია 1 036 464 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 % სრულად ვაქცინირებულია 940 546 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9% 31 ოქტომბერს აიცრა.

2020 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს ჯამში 10 089 ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 მილიონს გადასცდა.

საქართველოში კორონავირუსის 721 388 ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიო მასშტაბით კი Covid-19-ით 247.464.037 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.415.153 აღწევს.

loomberg-ის ცნობით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთშია ვაქცინირებული.

სრულად ვაქცინირებულია, ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67 %, აშშ-ში კი მოსახლეობის 57,8 %, ჩინეთში - 76.3 %-ზე მეტი.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, მსოფლიოს მასშტაბით, დღეში 28.2 მილიონი ადამიანი იცრება, სხვადასხვა ვაქცინით.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის მხოლოდ 45.5 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.