დიდი ოცეულის ქვეყნები ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს გამოყოფენ, კლიმატთან ბრძოლის მიზნით

დიდი 20-ეულის გადაწყვეტილებით G-20-ის ქვეყნები, წლიურად 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ.

დიდი 20-ეულის ორ დღიანი სამიტი 31 ოქტომბერს დასრულდა. დღეს კი გლაზგოში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.

რომში გმართულ G-20-ის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადსადგმელად.

სამოქმედო გეგმის მიზანს 2050 წლისთვის ნახშირბადის რაოდენობის შემცირება წარმოადგენს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორია, გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.

ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული