რადას დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება

"ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა.

როგორც იასკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და არა გლდანის კლინიკაში გადაყვანა.

„ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი. მე ძალიან მტკივა ამის დანახვა, ამაზე საუბარი და იმის ყურება თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მიშას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლიზა ისაკომ.