თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა.

ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

გარდაცვლილს, ასევე, დაჭრილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.