საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ სახელი შეეცვალა და დღეიდან მისი ოფიციალური სახელწოდება “რეფორმების ჯგუფია“.
ამასთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით ფრაქციის წესდებაში განხორციელებული ცვლილება პარლამენტის ბიუროს უკვე ეცნობა.
ცნობისთვის, 3 ივნისს, პარლამენტში ახალი ფრაქცია სახელწოდებით, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შეიქმნა. ფრაქციაში გაერთიანდა სამი პოლიტიკური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები.