სიღარიბის წინააღდეგ საბრძოლველად, ილონ მასკმა $6 მლრდ-ის ღირებულების Tesla-ს აქციების გაყიდვის შესახებ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებიდან ერთ დღეში მასკის ქონება 9.3 მილიარდით გაიზარდა.
Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა აღნიშნული გადაწყვეტიება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა დევიდ ბისლიმ განაცხადა, რომ მხოლოდ 6 მილიარდ აშშ დოლარსაც კი 42 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლია.
twitter-ზე ბისლიმ ილონ მასკს მილიარდერთა სიის სათავეში დაბრუნება მიულოცა და მას და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, ასევე სხვა მილიარდერებს, მათი ქონების მცირე პროცენტის, ერთჯერადი დახმარების სახით, გაღებისკენ მოუწოდა.
"როგორც ჩანს, თუკი გაერო ხარჯთაღრიცხვას საჯაროდ განათავსებს, რათა ადამიანებმა შეძლონ ნახონ სად იხარჯება ეს ფული, ამ საქმისთვის 6 მილიარდ დოლარს გავიღებ", - დაწერა მასკმა.
Forbes-ს ცნობით მასკ $292.6 მლრდ აქვს. საერთაშორისო ფინანსისტების შეფასებით, მასკის ამ განცხადების და $6 მლრდ-ს გაღების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი იმდენად გაიზრდება, რომ მასკის ქონება $300 მლრდ-ს გადააჭარბებს.
"შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ ავრცელებს.